ჩვენთან ყველაფერი განსაკუთრებულია ENGLISH

რატომ არის მიმზიდველი მაყურებლისთვის GMG-ს არხები

  1. ექსკლუზიური სატელევიზიო პროდუქცია.
    ქართველი ტელემაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო სპორტული ღონისძიებების ექსკლუზიური ტრანსლაციები ქართველი წამყვანების კომენტატორობით, საინტერესო სპორტული გადაცემები, ადაპტირებული მხატვრული ფილმები და ექსკლუზიური სერიალები.
     
  2. გადაცემების, ფილმების და სერიალების ჩვენება სრეკლამო და საანონსო ჭრების გარეშე.
    ჩვენს მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ისიამოვნონ საყვარელი ფილმებით, საინტერესო სერიალებით და გადაცემებით მაყურებელთათვის ესოდენ შემაწუხებელი წყვეტების გარეშე. სარეკლამო და საანონსო ჭრები ჩვენს არხებზე დაგეგმილია მხოლოდ გადაცემებს შორის.
     
  3. 24 საათიანი მაუწყებლობა სპორტულ და კინოარხებზე.
    24 საათიანი მაუწყებლობა საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს ღამის საათებში ტელევიზორის ყურების მოყვარულთა მოთხოვნილებებიც.
     
  4. მაყურებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული პროგრამირება.
    სპეციალური პროგრამული ბადე ისეა შემუშავებული რომ მაყურებელმა ნებისმიერი ფილმის ან გადაცემიბის ნახვა მოახერხოს მისთვის მოსახერხებელ საათობრივ ზოლში.
     
  5. სრულფასოვანი პაკეტი მთელი ოჯახისთვის.
    "GMG"-ს სატელევიზიო პაკეტის მიმზიდველობა მაყურებლისთვის სწორედ იმაშია, რომ პრაქტიკულად ითვალისწინებს ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნილებებს: არხების თემატიკა ისეა შერჩეული, რომ ქალიც, მამაკაციც, ბავშვიც, კინოგურმანიც, სერიალების მოყვარულიც და სპორტის ქომაგიც თავისთვის საინტერესო გადაცემის შერჩევას შეძლებს.