
არხზე შუქდება მსოფლიო სპორტის მთავარი მოვლენები. ჩოგბურთის ტურნირები, NBA და ევროლიგა კალათბურთის ქომაგებისთვის, ჰაინეკენის თასი და ექვსი ერი რაგბის მოყვარულთათვის, საერთაშორისო ტურნირები ძიუდოში - ეს არის იმ გადაცემების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც "GMG სპორტი" სთავაზობს ქართველ მაყურებელს. ამავე არხზე ხდება აგრეთვე ფეხბურთის ცალკეული მატჩების პირდაპირი ტრანსილაციები. სპეციალურად "GMG სპორტი"-სთვის მზადდება აგრეთვე ორიგინალური სპორტული გადაცემები.
