
ეს არის არხი, რომელიც მორგებულია ფეხბურთის ყველაზე პრეტენზიული გულშემატკივრების მოთხოვნებს. "GMG ფეხბურთზე" შეგიძლიათ იხილოთ ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის, ბრაზილიის და არგენტინის ეროვნული ჩემპიონატების, ევროპის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საუკეთესო თამაშების პირდაპირი რეპორტაჟები და საფეხბურთო მიმოხილვები, ყოველდღიური საფეხბურთო ახალი ამბები, ორიგინალური სატელევიზიო გადაცემები და კლასიკური მატჩების ჩანაწერები. რეპორტაჟების წამყვანებად აქ გვევლინებიან როგორც ჩვენი კომენტატორები, ასევე მოწვეული სტუმრები: ცნობილი ფეხბურთელები და სპეციალისტები.
