ჩვენთან ყველაფერი განსაკუთრებულია ENGLISH

სარეკლამო შემოთავაზებები

ჩვენი სარეკლამო შემოთავაზებები, სარეკლამო ბიუჯეტის სწორი დაგეგმარების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან  მოიცავს მიზნობრივ სეგმენტაციას, ოპტიმალურ ფასს და დამკვეთის კონკრეტულ მოთხოვნაზე წინადადების მაქსიმალურ მორგებას.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი არხების მაყურებელი, მსყიდველუნარიანი სოციალური სტატუსის მქონე აუდიტორიას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ცალკეული არხები (გარდა კინოარხებისა, რომელთა აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია), მკვეთრად განსაზღვრულ მიზნობრივ ჯგუფებზეა გათვლილი ("საბავშვო"-ახალგაზრდა მაყურებლებზე, "სერიალი"-ქალებზე, "ფეხბურთი" და "სპორტი"-მამაკაცებზე).

სარეკლამო და სასპონსორო პაკეტების განფასებები გამოყვანილია ტექნიკური დაფარვიდან გამომდინარე და შესაბამისად, მიზნობრივი სეგმენტაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად საინტერესო წინადადებას წარმოადგენს.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წინადადებები საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის და ჩვენთან თანამშრომლობა, საინტერესო და მომგებიანი იქნება.

 ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, ყველანაირი პირობა შეგიქმნათ  კომფორტული მუშაობისთვის.